ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაზონზე ავარდა და აღმაშენებლის ძეგლს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი.
ფოტოს ავტორი: ლობჟანიძე