ავტომობილი მაღაზიაში შევარდა [video]

2021-02-18 22:27:25

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

მსუბუქი ავტომოვილის მძღოლმ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა.

შემთხვევის შედეგად დაშვდა ქვეითად მოსიარულე ერთი პირი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.