ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს. მათ შორისაა საფრანგეთიც.
„ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა.
პასუხად კი საფრაგეთის ელჩმა განაცხადა:
„მინისტრმა სავსებით სწორად აღნიშნა, საფრანგეთმა და საქართველომ დადეს შეთანხმება ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რომელიც ძალაში 2019 წლის დასაწყისში შევიდა. მიმდინარეობს მზადება მისი ეფექტური განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საპილოტე პროექტების ჩამოყალიბებით, და იმედი მაქვს, მალე შევძლებ სიახლეები გაცნობოთ“.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს გერმანიაში სეზონურად ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო.
ლეგალურად დასაქმების საკითხზე მთავრობა ისრაელთანაც მუშაობს.