კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკუთარი ფეისბუქის გვერდით იმ პროცედურების თანმიმდევრობას აქვეყნებს, რომელსაც პრემიერ-მნისტრის გადადგომის შემდეგ კონსტიტუცია ითვალისწინებს.
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე
2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა
3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის
3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები