გიორგი გახარია გადადგა

2021-02-18 10:35:10

გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას განცხადებით, მისი გადაგომა უკავშირდება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას, რადან მიიჩნევს ეს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხეს შექმნის.

იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“,-აღნიშნა გახარიამ.