პოლიცია მელიას დასაკავებლად მივიდა

2021-02-18 09:33:57

პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდა.

არსებული ინფორმაციით პოლიციელებს უშუალოდ ნიკა მელიასთვის სურდათ განჩინების ჩაბარება.

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან და ოფისში იმყოფებიან აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ პოლიციელებს არ მისცეს საშუალება რომ შენობაში შესულიყვნენ.

მელიას ადვოკატმა პოლიციელებს განუცხადა რომ მზად იყო განჩინება თავად ჩაებარებინა თუმცა პოლიციელებმა განჩინება ადვოკატს არ დაუტოვეს.

სამართალდამცავებმა ოფისში შეღწევა ვერ მოახერხეს. ამ დროისთვის პოლიციელების ნაწილმა ოფისის ტერიტორია უკვე დატოვეს.