რა კვალი შეიძლება დატოვოს კორონავირუსმა ორგანიზმში

2021-02-17 18:31:02

"კოვიდ გადატანილ ავადმყოფების 1/3-ში ვითარდება, ან ინფექციის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები რჩება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განცხადა.

ცერცვაძე განმარტავს, რომ აღნიშნული სიმპტომები რაიმე ერთი ორგანოს კი არ მოიცავს, არამედ ძალიან მრავალფეროვანია.

მისივე თქმით, “პოსტ კოვიდური” პაციენტები საქართველოშიც ძალიან ბევრია.

“დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა და მათ შორის, ჩვენთან საქართველოში, რომ კოვიდ გადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ კოვიდის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები, ზოგ შემთხვევაში იოლი, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული და ეს სიმპტომები რაიმე ერთი ორგანოს მხრივ არაა, არამედ ძალიან მრავალფეროვანია. თუ ეს სიმპტომები კოვიდ გადატანილ პაციენტს ეწყება და კოვიდის გადატანისთანავე უვითარდება, მაშინ მას “გახანგრძლივებულ კოვიდს” ვეძახით. ხოლო თუ პაციენტი კოვიდის გადატანის შემდეგ ერთი-ორი თვე თავს აბსოლუტურად კარგად გრძნობს და ერთი-ორი თვის შემდეგ ეს სიმპტომები უნვითარდება მაშინ მას “პოსტ კოვიდური” სიმპტომი ჰქვია. საქართველოშიც ძალიან ბევრს აწუხებს ჩვენთანაც ბევრი პაციენტი მოდის.

ძალიან მნიშვნელოვანია ორი ინგლისური კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა. პირველი კვლევა ინგლისის მთავრობის შეკვეთილი იყო და ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული. 47 000 კოვიდ გადატანილი ადამიანის ისტორია შეისწავლეს და ნახეს, რომ კოვიდის გადატანიდან 140 დღის მანძილზე 29.3% სხვადასხვა ჩივილებით შებრუნდა ჰოსპიტალში და ამათგან 12.4% გარდაიცვალა. ანუ ყოველი მერვე-მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა და ყოველი მესამე ჰოსპიტალში შებრუნდა.

საქართველოშიც ძალიან ბევრია “პოსტ კოვიდური” პაციენტები, მაგრამ ის რომ მათგან ყოველი მერვე, ან მეცხრე გარდაიცვალა ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან იმ მრავალრიცხოვანი პაციენტებიდან, ვინც ანალოგიური ჩივილებით მოგვმართავს მათგან ჯერ გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენთან სპეციალური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

მეორე, „ოქსფორდის“კვლევა უფრო დიდია, დაახლოებით, 247 000 ადამიანია გამოკვლეული და სწავლობდნენ კოვიდის გადატანის შემდეგ პირველი ექვსი თვე რამდენს გამოუვლინდა ნერვოლოგიური გართულებები. მიიღეს რომ 33%-ს განუვითარდა სხვადასხვა, ნერვოლოგიური დაავადებები”, - განაცხადა ცერცვაძემ.