ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი

2021-02-17 13:43:04

წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ბავშვი კონტაქტურ მდგომარეობაშია"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ფოტო:ფორმულა