როდის გახდება რუსთავის ახალი ავტობუსებით მგზავრობა ფასიანი ამის შესახებ ქალაქის მერიაში ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
თუმცა "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 1 მარტიდან გადაიხდიან.
მგზავრების ნაწილი საშეღავათო ტარიფით ისარგებლებს, ხოლო მეორე ნაწილი, ვისაც შეღავათი არ შეეხო, 50 თეთრის გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციის დღეს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ პირველი 2-3 კვირის განმავლობაში მგზავრობა უფასო იქნებოდა. სწორედ 1 მარტს იწურება სამ კვირიანი ვადა.