მთავრობის გადაწყვეტილება

2021-02-16 15:43:40

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურების გადასახადს თებერვლის ჩათვლით დაუფინანსებს.

მარტიდან უკვე ყველა აბონენტს ინდივიდუალურად, დანახარჯის შესაბამისად მოუწევს გადახდა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილი ფასით გამოწვეულ სხვაობას მთავრობა მთლიანად დაასუბსიდირებს.