ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის მესამე ტალღაზე

2021-02-16 14:45:48

თუ ჩვენს ქვეყანაში მესამე ტალღის დროს ცირკულირება მაქსიმუმ 2000 ფარგლებში ავიდა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. სამწუხაროდ, სიკდილს და ავადობასაც შევეჩვიეთ, პანდემიასთან დაკავშირებული შიში დავკარგეთ. პანდემია არ სრულდება, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიაში სრულდება, რადგანაც მათ ასე უნდათ. აუცილებელია ბალანსის მოძებნა. ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

"სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც უკვე მესამე ტალღაც მოითავეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი იყო გაზაფხულზე, მეორე შემოდგომაზე და მესამეც ბევრმა გაიარა.  ისრაელი ამერიკა უკვე მეოთხე ტალღზეც კი საუბრობს. საერთოდ, ასეა ხოლმე, შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებიდან, ორი თვის შემდგომ იწყება შემდეგი ტალღა. პირველი  ნიშნები უკვე ჩანს ხოლმე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა დაკვირვებით და წინასწარი მოდელირებული კვლევებით, საქართველოში მოსახლეობა თუ სოციალურ დისტანციას შეინარჩუნებს და პირბადეს ატარებს კატასტროფული სიტუაცია არ გვექნება. სმწუხაროდ, სტუმრად  არ უნდა  ვიაროთ, თანამშრომლებთან ერთად საკვები არ უნდა მივიღოთ, სიგარეტი ცალკე მოვწიოთ, ყავაც ცალკე დავლიოთ. ესაა სოციალური ქცევა და დისტანცია და არა მაინც და მაინც ორი მეტრი ვიღაცას დაუდგე",- აცხადებს კულუმბეგოვი.