დღეს №4-ე სკოლაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. საქართველოს ჯანმრთელობის ხელსეწყობისა და განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ პროექტში რუსთავის 5 სკოლა იყო ჩართული, მათ შორის №4, №15, №24,№25 სკოლები. მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური აქტივობები სპორტის სამ სახეობაში: კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. შეჯიბრების ბოლოს გამარჯვებული მოსწავლეები პროექტის ორგანიზატორებმა დიპლომებით დააჯილდოვეს. პროექტი მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა.