ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა

2021-02-14 09:47:58

ზურაბ დოიჯაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი მკურნალობას ისრაელის კლინიკაში გადიოდა.

ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ზურაბ დოიჯაშვილის მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ავრცელებს.

"ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე ცოცხალი თბილისში. ბოდიში", - წერს სოციალურ ქსელში ქეთი ვადაჭკორია.

მომღერალი მძიმე სენით იყო დაავადებული, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ოჯახის წევრებს მისი თბილისში გადმოყვანა სურდათ, თუმცა ვერ მოახერხეს.

ზურაბ დოიჯაშვილი რამდენიმე ცნობილი ჰიტის ავტორია, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით "მელიქიშვილის გამზირი", "ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი" სარგებლობდა.

მომღერალს ვარსკვლავი ფილარმონიის შენობის წინ 2020 წლის 18 დეკემბერს გაუხსნეს.