გავრცელდა ინფორმაცია რომ ავლაბრის მეტროსთან სამგზავრო ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთერება იყო, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. სამუშაოების შემდეგ ჩანთაში ჯინსის შარვალი, პირსახოცი და პირადი მოხმარების ნივთები ნახეს. ამ დროისთვის ტერიტორია სამართალდამცავებმა დატოვეს განგაში ცრუ აღმოჩნდა.