რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. კორპუსს თქვენთვის კარგად ნაცნობი და სანდო კომპანია "Building Rustavi" აშენებს. ®
საცხოვრებელი კორპუსი 10 სართულიანი იქნება და მასში 70 ბინა განთავსდება. სამშენებლო კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ბინები იქნება გამორჩეულად ნათელი და მყუდრო.
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი მოედნები. ახლადაშენებულ კორსუსს ექნება როგორც შიდა, ისე გარე ავტოპარკინგი.
კორპუსში საცხოვრბელი ბინის მინიმალური ფართი 50 კვ.მ. იქნება და მომხმარებლებს შეეთავაზებათ როგორც შავი და თეთრი, ისე მწვანე კარკასები.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "Building Rustavi" მომხმარებელს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს. ახალ კორპუსში 1კვ.მ შავი კარკასის ღირებულება იქნება 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
შენაძენის გაკეთებას კი, კიდევ უფრო მეტად უპროცენტო, 12 თვიანი, თქვენზე მორგებული შიდა განვადების სისტემა გაგიმარტივებთ. აღსანიშნავია, რომ წინასწარ შესატანი თანხის ოდენობა სრული ღირებულების 30%-დან იწყება.
კორპუსის მშენებლობა 2021 წლის ნოემბრის თვის ბოლოს დასრულდება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 514520303; 032 2 041 044.
ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: ბილდინგ რუსთავი-building rustavi