ლეონიძეზე 150 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო.

2016-11-19 15:42:30

ლეონიძის სკვერში 150 ძირი ელდარის ფიჭვი დარგო. ხეები რუსთავს საჩუქრად შ.პ.ს „ემ-ჯიმ“ გადასცა. ქალაქის გამწვანებაში მონაწილეობდა რუსთავის მერი დავით ჯიქიაც. მომავალ კვირაში დაგეგმილია 500 ძირი პაულონიის დარგვა კლდიაშვილის სკვერში. 50 კაკლის ხე კი კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება.