მოგვიწევს თუ არა ზაფხულში პირბადის ტარება

2021-02-05 11:15:06

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს!, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ამას უნდა შეეგუოს.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.