თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე ორი პირი უკვე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები მაღაზია "სპარის" დაყაჩაღებას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.