“კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულ ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში თავს დაესხნენ. [ვიდეო/video]
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას სოციალური ქსელში მომხმარებელი სოფო სამუშია ავრცელებს და წერს: “დღეს მაღაზია “ალტაში” ივერი მელაშვილს ვიღაც ახალგაზრდა გაუნათლებელი ურა პატრიოტი შეურაცხყოფას აყენებდა. მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა. იყო კონფლოქტი და არც ერთი დაცვა არ განძრეულა (იქვე იდგნენ) !!!!! სალაროებიდან რამდენიმე ურა პატრიოტი დაემატა. შენ მიწები გააჩუქეო ხალხი უყვიროდა !! ეს აგრესია თქვენ შექმენით არაფრისგან ! საქართველოს მთავრობა” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
მოქალაქე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია ასახული, მელაშვილს მოღალატეს უწოდებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
ახალგაზრდა, რომელიც მეცნიერს ღალატში ადანაშაულებს ამბობს, რომ მელაშვილს “ფაქტებით დაუდასტურდება დანაშაული".