2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

2021-02-01 21:48:35

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს "ნისანის" და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ქალი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.