ფოთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლი ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში, მე-3 სართულზე გაჩნდა.
გარდაცვლილებს შორისაა 40 წლის მამაკაცი და მისი მომვლელი, რომლის ზუსტი ასაკიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. სწორედ დაკვამლიანების შედეგად გაგუდვა სახელდება 40 წლის მამაკაცისა და მომვლელის გარდაცვალების მიზეზად. მეზობლების თქმით, ბინაში მოკლე ჩართვა მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ მაშველებს 2 პირი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძახებაზე დაგვიანება არ მომხდარა.