გურიაში, სოფელ აცანაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით, სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე მიიყენა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.