ქართველი საესტრადო მომღერალისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას წიკლაურის შვილი ავრცელებს.
"ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის - კარგ ცნობას, თუმცა, ამ წუთისთვის, ჯერჯერობით, კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად მსოფლიოში, ამ ვირუსის გამო, როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი ოჯახისა და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და Facebook-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც თავი შევიკავოთ. ასეთ დროს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება. პირადად მე გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა - სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის“,- წერს ქეთი წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ თემურ წიკლაური კორონავირუსითაა ინფიცირებული და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.