გაჭიანურებული სამუშაოები და დაჯარიმებული კომპანია (ფოტოები)

2016-11-18 18:34:17

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარბს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გმირთა მემორიალიდან კოსტავას ქუჩამდე მოეწყო დეკორატიული ღობეები,სარწყავი სისტემა და გაზონები. ასფალტის საფარი დაიგო ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე და გაკეთდა ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოები 6 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურში განგვიმარტეს, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შეთანხმებულ  ვადებში ვერ ჩაეტია, რის გამოც კომპანია დაჯარიმებულია. ინფრასტრუქტურის სამსახურში სამუშაოების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. სამუშაოების შესრულებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.