ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-01-30 21:10:12

ხობის მუნიციპალიტეტ, სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგადაც 33 წლის ქალი გარდაიცვალა, 2 მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.