ბათუმში, ანგისის დასახლებაში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა.
სამწუხაროდ, 35 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" სინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.