მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-01-30 01:15:28

30-31 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 იანვარი +10°C, 31 იანვარი +12°C, 1 თებერვალი +14°C, 2 თებერვალი +16°C.