სად არის ნებადართული ცურვა

2017-06-25 13:22:50

რუსთავის ცენტრალურ პარკში საცურაო სეზონი უკვე გაიხსნა. რამდენიმე დღეა ტბასთან ახალგაზრდები დილიდან იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი რომელიც დამსვენებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. "ინფო რუსთავი" ერთერთ დამსვენებელს გაესაუბრა რომელმაც განაცხადა - "ტბის სიღრმე დაახლოებით 150 სმ. იმ პერიმეტრზე სადაც ცურვა ნებადართულია ბალახი არ არის, ამბობენ გველები არიანო, თუმცა მე არ შემხვედრია. წყალი თბილია და დაბინძურებული არ არის". ააიპ "უზრუნველყოფაში" აცხადებენ რომ - "წყალი გამდინარეა, მისი ხარისხი დაშვებულ ნორმებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადავამზადეთ სამაშველო ჯგუფი. პერიმეტრი სადაც ცურვა ნებადართულია სპეციალური ტივტივებით არის შემოსაზღვრული".