„ჩევნ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესან და მამუკა მდინარაძესთან“, – ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების გაფორმებისთანავე, ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
„ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით პარლამენტის საქმიანობაში.
ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამეტურ ცვლილებებზე და იმედი მაქვს მომეცემა დეტალებზე საუბარი, რა პუნქტებია.
ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით;
ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმისმთვლელი აპარატი, რაც ნიშნავსმ რომ უბნის დახურვისთანავე გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას შევდიან პრესკონფერენციას;
სამი კამერა იქნება, ლაივსტრიმი იქნება ყველა საარჩევნო უბნიდან;
პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე;
ცესკოში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი და არა 3 პარტია, როგორც დღესაა;
ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება გამჭვირვალედ;
ყველაზე მთავარი, ალბათ, კითხვას დამისვამთ, როგორ ენდობით „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ – აი ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც ხელი მოვაწერეთ, ამ საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება უნდა მოხდეს 1 მარტამდე“, – განაცხადა ელისაშვილმა.