კარტოგრაფების საქმე

2021-01-28 15:03:14

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდრბობიდან გადაყრნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის პარალელურად, მათი მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობდა.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ საქალაქო სასამართლოს ეზოში ბანერები ჰქონდათ მიტანილი, რომელზეც მათი თქმით, საქმის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები იყო ასახული.