ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა.
ახალგაზრდა მიღებული უმძიმესი დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ფოტო არ ასახავს რეალობას