აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი

2021-01-27 00:09:34

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამის მიზეზი კი აზარტულ თამაშები წაგებული დიდი რაოდენობის თანხა გახდა.

სუიციდის ფაქტამდე ახალგაზრდამ ოჯახის წევრებს წერილიც დაუტოვა.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს აზუსტებს.