მთავრობის გადაწყვეტილება

2021-01-24 13:47:55

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 1-ლი მარტიდან აღდგება, ხოლო დანარჩენ ქალაქებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან იმოძრავებს .

რაც შეეხება მაღაზიებს, სავაჭრო ობიექტები რუსთავში, 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება.

მთავრობა საბავშვო ბაღების და პროფსასწავლებლების გახსნას კი პირველი მარტიდან გეგმავს.

რაც შეეხება სკოლებს, რუსთავში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან განახლდება.

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაამტკიცა.