მარნეულის სასურსათო ქარხანა განცხადებას ავრცელებს.
"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა.
თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს - ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას.
მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის!"