დმანისის სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ბაბუა და შვილიშვილი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 70 წლის მამაკაცი და მისი შვილიშვილი - 22 წლის ბიჭი არიან. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ავტომობილს ახალგზარდა მართავდა, მან საჭე ვერ დაიმროჩილა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 70 წლის ამაკაცი კი საავადმყოფოში.
როგორც შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: მთავარი არხი