ტურგენევის ქუჩის მაცხოვრებლებმა "ინფო რუსთავს" თხოვნით მოგვმართეს რომ მათი პრობლემით დავინტერესებულიყავით. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ რომ უკვე წლებია მათ ქუჩაზე ასფალტი არ დაგებულა, "ირგვლივ ბევრ ქუჩაზე მოხდა გზის მოწესრიგება თუმცა ტურგენევის ქუჩა არავის ახსოვს, წვიმის დროს კი გავლა აუტანელია, ტაქსებს აქ მოსვლა ეზარებათ. ვიწრო ქუჩაა და რამდენიმე მეტრს ისე ვერ გაივლი რომ მუხლამდე ტალახი არ გქონდეს - აცხადებენ ტურგენევის მაცხოვრებლები. მოხდება თუ არა ტურგენევის ქუჩის მოასფალტება, ამ კითხვით ქალაქის თვითმმართველობას მივმართეთ, სადაც გვითხრეს რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და კონკრეტულად რომელი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება მომავალ წელს ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.