რუსთავში 2 პურის საცხობი და ერთი კვების ობიექტი დაიხურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმრთველოს ინფორმაციით, ობიექტები არ აკმაყოფილებდნენ შესაბამის ნორმებს, კერძოდ არ ტარდებოდა დეზინფექცია შესაბამისი წესების დაცვით და შენობები და ინვენტარი არ შეესაბამებოდა საჭირო ნორმებს.
ობიექტებში შეჩერდა საწარმოო პროცესი და მფლობელები 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მსგავსი ფაქტი რუსთავში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა.