იტალიაში საავადმყოფოს პარკინგზე ხვრელი გაჩნდა. [ვიდეო/video]
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ქალაქ ნეაპოლში მოულოდნელად წარმოქმნილმა 20 მეტრის სიღრმის ხვრელმა ასფალტის ნანგრევებში რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
იტალიის მედიაში გავრცელებული, ინფორმაციის თანახმად ხვრელის წარმოშობის მიზეზი ბოლო პერიოდში გახშირებული წვიმებია.