ეკუნა ყანჩაველი "წლის აღმოჩენად" დასახელდა

2017-06-20 22:12:58

მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია "ოქროს ტალღა" გაიმართა. რუსთაველი მომღერალი ეკუნა ყანჩაველი "ოქროს ტალღის" გამარჯვებული გახდა, მან პრიზი ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიაზე 17 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსში წლის განმავლობაში "არ დაიდარდოში", "ფორტუნაში", "ფორტუნა პლუსსა" და "ავტორადიოში" შესული 125 სიმღერა მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე და ნიაზ დიასამიძე. "ოქროს ტალღა" რადიოჰოლდინგმა "ფორტუნამ" დააფუძნა. ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.