საცობი ქვემო ფონიჭალას მონაკვეთზე

2017-06-20 18:54:24

ქვემო ფონიჭალაში საავტომობილო საცობია. მძღოლების და მგზავრების ინფორმაციით შეზღუდული მოძრაობის გამო ისინი დაახლოებით 1 საათი საცობში იყვნენ. როგორც "ინფო რუსთავისთვის" არის ცნობილი გზის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რამაც საავტომობილო საცობი გამოიწვია. გადაადგილება განსაკუთრებით უჭირთ იმ მძღოლებს რომლებიც თბილისიდან რუსთავში ბრუნდებიან.