ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამზე

2021-01-06 12:37:34

კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.

კულუმბეგოვის თქმით, მსოფლიოში არსებულ დიაგნოსტიკურ ტესტირებას ახალი შტამის კორონავირუსის აღმოჩენაც შეუძლია, შესაბამისად მისი ცვლილება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

"ტესტები, რომლებიც არსებობს, არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოში არი ანტიგენის ტესტი და PCR ტესტირება. PCR ტესტი საერთოდ გენეტიკური სამი სხვადასხვა ლოკაციიდან არის დამზადებული არამარტო სპაიკ ცილაზე, რომელშიც მუტაცია მოხდა ამ ახალ ვარიანტის, არამედ სხვადასხვა გენურ შემადგენლობაზე, ამიტომ თანამედროვე PCR ტესტები და ანტიგენის ტესტები ამ ახალ ვარიანტზეც რეაგირებენ. ეს უკვე დადგენილია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ამის შესახებ განაცხადა. ამიტომ დიაგნოსტიკური საშუალებების შეცვლა ჯერ არ იგეგემება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგის თქმით, იმისათვის, რომ გავარკვიოთ დღიური შემთხვევებიდან არის თუ არა რომელიმე ახალი შტამის კორონავირუსი, ლუგარის ლაბორატორია გაარკვევს გენომური გაშიფვრით.

"ახალი შტამის ვირუსის გამოვლენა ხდება მხოლოდ გენომური გაშიფვრით, ანუ სეკვენირების შედეგად. ამას ლუგარის ლაბორატორია გააკეთებს პერმამენტურად და პერიოდულად. მსოფლიოში გენომური კვლვლევის ყველაზე ძლიერი ქსელი ინგლისს აქვს, ისინი იკვლევენ 10 000-ობით ადამიანს. ჩვენ ახლა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ამიერკავკასიაში ერთადერთი არის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც გენეტიკური კვლევა შეუძლია ვინმეს ჩაუტაროს, ამას აკეთებენ კიდეც, ამიტომაც აღმოვაჩინეთ ჩვენ ეს შტამი.

ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა",- განაცხადა ბიძინა კულმბეგოვმა.