დაკარგული გოგონა იპოვეს

2017-06-20 16:07:23

რუსთავში დაკარგული გოგონა იპოვეს. აღნიშნულის შესახებ გვერდის მიკთხველმა შეგვატყობინა, მისი ინფორმაციით, გოგონა თბილისი- რუსთავის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა. როგორც მარიამ სოროზანიშვილის დედა "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, ოჯახს გოგონას მეგობარი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი მასთან თბილისში იმყოფებოდა.15 წლის მოზარდი თავს კარგად გრძნობს. გოგონას პოვნა შინაგან საქმეთა სამინისტოშიც დაადასტურეს.

შეგახსენებთ, გოგონას მშობლები გუშინ გვიან ღამიდან ეძებდნენ, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მშობლებთან იკამათა და სახლიდან გაიქცა.