„ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“

2017-06-20 14:32:17

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში თემაზე: „ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“ იმსჯელეს. კამპანიის ფარგლებში რუსთავში უკვე შერჩეულია 12 საზოგადოებრივი შენობა, მათ სორის 5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა, სადაც გაიმართება საინფორმაციო სემინარები ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ შენობების მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის.საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერთიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ დაგეგმილია ენერგო აუდიტების ჩატარება საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების  გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით.პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO), ხოლო პროექტს ახორციელებენ ავსტრიული კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) და „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.