ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქეს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
კერძოდ, პროკურატურამ მოქალაქე ს.ზ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
აღნიშნული ბრალდების საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეიბს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.