უკვე რამდენიმე თვეა რაც მეგობრობის გამზირზე მაღალსართულიანი კორპუსების დეკორატიული მინათებები დაზიანებულია. გეომეტრიული ფიგურები რომელიც ფასადზე იყო გამოსახული დღეს უკვე აღარ იკითხება და ერთი შეხედვით გაურკვეველ აბსტრაქციას ჰგავს. მიუხედავად იმისა რომ რუსთაველებისთვის ეს არ არის #1 პრობლემა "ინფო რუსთავი" მაინც დაინტერესდა როდის შეკეთდება განათებები და მიიღებს თუ არა ის პირვანდელს სახეს. ააიპ "უზრუნველყოფა"-ს ხელმძღვანელმა ზაზა კუპატაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება თვის ბოლომდე დაიწყება და სამუშაოებს მანამდე დაასრულებენ ვიდრე ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მორთვა განხორციელდება.