რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

2017-06-20 11:12:55

მშობლები და ახლობლები, 15 წლის რუსთაველ, მარიამ სოროზანიშვილს ეძებენ. როგორც „ინფო რუსთავთან“ დაკარგულის დედამ განაცხადა, სახლში იკამათეს, რის შემდეგაც მოზარდი სახლიდან გაიქცა. სამძებრო სამუშაოები დაწყებულია შსს-ში. უწყებაში განგვიცხადეს, რომ შეტყობინება გოგონას დაკარგვის თაობაზე გუშინ შევიდა. ამ დროისთვის კი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

15 წლის მარიამ სოროზანიშვილს აცვია შავი ჯინსის შარვალი, ლურჯი ჯინსის პერანგი და ბოტასები. მარიამის ნახვის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 557755270.