რუსთავში ახალი სუპერმარკეტი "ლუნი" გაიხსნა. "ლუნი" რუსთაველებს სრულ კომფორტს სთავაზობს, რადგან სურსათის ამ მასშტაბურ მაღაზიაში, უმაღლესი ხარისხის, სანდო პროდუქციის ყველაზე დაბალ ფასად შეძენას შეძლებთ. ® [ვიდეო/video]
მე-18 მიკრორაიონის მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის გამზირზე გახსნილ მაღაზიაში წარმოდგენილია სურსათის სრული ასორტიმენტი. მომხმარებელს ეძლევა საშუალება მრავალფეროვანი არჩევანი გააკეთოს ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, ხილ-ბოსტანის, ტკბილეულისა თუ სხვა სექციებში.
რაც მთავარია, მაღაზიათა ამ ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი და ფასები, ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ.
ფილიალში დაგხვდებათ აქციებიც, რაც წინასაახალწლოდ თქვენს ხარჯებს მნიშვნელოვანად შეამცირებს და შეღავათს გაგიწევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან მაღაზია ახალი გახსნილია, მარკეტში წარმოდგენილია უახლესი პრდუქცია და ამიტომაც, სადღესასწაულო დღეებში შენაძენების გაკეთებას ამ სივრცეში ნამდვილად არ ინანებთ.
ადვილია გააკეთო არჩევანი იქ, სადაც გემრიელ, მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან პროდუქტს სხვებზე დაბალ ფასებში გთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.