28 წლის, ფეხმძიმე ქალი, უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის პარკში ცხოვრობს და ღამეებს სკამზე ათევს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია, "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა. მისი თქმით, ფეხმძიმობის გამო, მშობლებმა ქალი სახლიდან გამოაგდეს და იძულებულია ღამე გარეთ გაათენოს. მოქალაქეებმა აღნიშნული ინფორმაცია ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების საგენტოსაც მიაწოდეს. სააგენტოში აცხადებენ რომ ფეხმძიმე ქალმა მათთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, ამიტომ ვერ შეძლეს მის მშობლებთან დაკავშირება. სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო ეკიპაჟი. პოლიცია, სოფელ კუმისში, ფეხმძიმის დეიდას დაუკავშირდა, მან ნათესავის მიღებაზე თანხმობა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით 28 წლის ფეხმძიმე ქალი, კვირაზე მეტია პარკში ცხოვრობდა, მას ტანსაცმლითა და საკვებით, გამვლელები ეხმარებოდნენ. ნახეთ ვიდეო.