ერთიანი ეროვნული გამოცდების ქვემო ქართლის საგამოცდო ცენტრის მისამართი შეცვლილია. წელს გამოცდები #4 სკოლის ნაცვლად, #22-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება. ცვლილების მიზეზი მე-4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
#22 საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უკვე ემზადებიან. ამ ეტაპზე სკოალში მონტაჟდება ვიდეო კამერები და წესრიგდება სხვა ტექნიკური საკითხები.