ბიჭი, რომელიც მარნეულში "ავერსის" კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი ნახეს, რუსთავში ცხოვრობდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარდაცვლილის მეგობარმა დაუდასტურა.
23 წლის გიორგი ბუაძე კლინიკაში მუშაობდა. მან 10 დღის წინ კორონავირუსი დაამარცხა და სამსახურში სამუშაოდ დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.